ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის - გოგი მეშველიანი

„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წალკაში წარდგენისას განაცხადა.

გოგი მეშველიანის თქმით, „ქართული ოცნების გუნდის მთავარი ამოცანა თითოეულ ადამიანზე ზრუნვაა და ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება ყველა რეგიონში.


„წალკის მრავალეთნიკური საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. ამ საზოგადოებას მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილება აქვს. მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ისტორიის ის თვითმყოფადი ისტორიული და ტურისტული ძეგლები, რომლებიც წალკაში გვხვდება, სწორედ იმის ნიშანია, რომ ამ საზოგადოებას შეუძლია ერთად ცხოვრება, ერთად საქმის კეთება. ეს ტურისტული ძეგლები ადგილობრივი ლანდშაფტის, განსაკუთრებული ჰავის გათვალისწინებით, უნდა გახდეს ტურისტული მიზიდულობის განსაკუთრებული ობიექტი და დამატებითი შემოსავლების წყარო ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება.


აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ნახავდით უნიკალურ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წალკას ჩვენი რეგიონის ტურისტულ მარგალიტად აქცევს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა, როგორც ჩემმა მეგობრებმა აღნიშნეს, თითოეულ ადამიანზე ზრუნვაა და ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება ყველა რეგიონში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება წალკაში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან ბევრი კეთდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.


აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში მიმდინარეობს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, და ამასთან ერთად, წალკის 10 სოფლის გაზიფიცირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ცივი ზამთრის გათვალისწინებით და მე ვფიქრობ, ამ პროექტის განვითარება საბოლოო ჯამში წალკაში ძალიან ბევრ ადამიანს დააბრუნებს და აქ ცხოვრება გახდება განსაკუთრებით მიმზიდველი” - განაცხადა გოგი მეშველიანმა.


დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურაში, სახელმწიფო მნიშვნელობის გზებში 25 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. 7,5 მილიონ ლარზე მეტია ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე დახარჯული, 5 მილიონ ლარზე მეტი წყლის სისტემის მოწესრიგებაში. მისივე თქმით, გამოწვევა ძალიან ბევრია.


„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ ძალიან აწუხებთ მიწის რესურსთან წვდომის და სარგებლობის საკითხი, ბევრი სამართლებრივი თემაა დაგროვილი, რომლის გადაწყვეტაშიც მე, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ყველა ამ საკითხის გადაჭრას მთელი სახელისუფლებო გუნდის აქტიური ჩართულობა სჭირდება და მე დაუღალავად ვიშრომებ იმისთვის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩანიშნულია თვითმმართველობასთან ერთად, მოკლე ვადებში და რაც მთავარია, სამართლიანად გადაწყდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ მეგობრებო ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას, და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის! დიდი მადლობა ყველას!“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.