1. „შენ ჭურჭელს არასოდეს რეცხავ, მუდამ ნიჟარაში ან მაგიდაზე ტოვებ!“ – ბრალდებით საუბრის დაწყებით, პარტნიორს აიძულებთ, აგრესიულად დაიცვას თავი. ორ წუთში საუბრის თემა სავარაუდოდ, არავის გაახსენდება, მაგრამ ახალი თემები წამოიჭრება – სტილი კი დარჩება – „თავს გესხმი!“ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კამათითა და კონფლიქტით დასრულდება.
არასოდეს გამოიყენოთ ფრაზები: „შენ არასდროს“, „შენ მუდამ“, იმიტომ რომ კატეგორიულობა დაუშვებელია.
2. „შენ საშინელი საყვარელი/ქმარი... ხარ!“ – ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ეს თავმოყვარეობის შელახვა გახლავთ. თქვენ იმ როლებს შეურაცხყოფთ, რომლებთანაც თქვენი პარტნიორი, როგორც პიროვნება, იდენტიფიცირებას ახდენს. მათ ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ. უმჯობესია, შეაქოთ და ნახავთ როგორ შეიცვლება ის.
3. ზუსტად დედაშენივით ლაპარაკობ!“ – ჯობია კამათის დროს მხოლოდ თქვენ ორზე ისაუბრეთ. ნათესავებთან შედარებები არა მხოლოდ უსამართლო და უადგილოა, არამედ საკუთარი პრობლემებისგან თავის დაღწევის მცდელობას ჰგავს.
4. „შენ რა, მოიმატე?“ – გარეგნობის კრიტიკა ურთიერთობისთვის დამანგრეველია. ასეთ თემებთან დელიკატურობა გმართებთ.
5. „ნუ დამელოდები“ – ძილის წინ ნათქვამი ეს ფრაზა, თითქოს უწყინარია. სინამდვილეში იმას, ნიშნავს რომ დაძინებას პარტნიორის გარეშე აპირებთ. შესაძლოა, ამან ურთიერთობის გაფუჭებაში დიდი როლი შეასრულოს. ერთობლივი ძილი ეს ფიზიკური სიახლოვის ძლიერი ფორმაა, სექსითაც და მის გარეშეც.