კარგი დღეა ინფორმაციის მისღაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად. მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია გადადოთ.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.
დღის ფერებია ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი და ნაცრისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე მინერალური ქვები - იასპი, მალაქი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – კარგი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და მერწყულს.