თევზაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს პანიკურად ეშინია კორონავირუსის და ამ გზით ცდილობს თავის დაცვას. ამასთან ფილოსოფოს მიაჩნია, რომ მის გარემოცვაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ოლიგარქზე გავლენას მოახდენს და აუხსნის, რომ ეს ვირუსი არც ისეთი საშიშია, როგორც მას ჰგონია.
მოკლედ, თევზაძის დასკვნით, საზოგადოება არამარტო ივანიშვილის კლანის კორუფციის ტყვეობაში, არამედ მისი შიშის ტყვეობაშიც იმყოფება.
„რატომ არ უშვებს ფრენებს საქრთველოს მთავრობა?
არც ბოროტმზრახველების მიერ ეკონომიკის ჩაძირვის მცდელობა, არც ზედმეტი ზრუნვა მოსახლეობაზე, არც მომავალ არჩევნებში დამკვირვებლების არშემოშვება, არც კარანტინით მიღებული კორუფციული შემოსავალი არ ხსნის ამ უცნაურ ამბავს.
ახსნა, ვფიქრობ, მარტივია: იმ ბრძენ კაცს აქვს კოვიდ-19-ს ირაციონალური შიში და ირაციონალურად კრძალავს ყველა შემოსვლას, რომ ვირუსმა რაღაც უცნაური, მისტიკური გზებით არ მიაღწიოს მის საფარამდე.
მის გარშემო მყოფებსაც, ზოგს კვალიფიკაცია/განათლება არ ჰყოფნის, რომ აუხნას, რომ არაა საშიში, მით უმეტეს ახლა, ზოგი - მოხერხებულად იყენებს მის შიშებს ბიუჯეტის ფულით გასამდიდრებლად.
ჰოდა ვართ ასე. არამარტო ივანიშვილის კლანის კორუფციის ტყვეობაში ვართ, ივანიშვილის შიშის ტყვეობაშიც ვართ, ამავე დროს“, - წერს გიგი თევზაძე.