არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე, გადაცემაში „პოლიტ მეტრი“ ამბობს, რომ 3 დღე აპირებს შიმშილობას, მომდევნო 3 დღის შემდეგ უწყლოდ აპირებს შიმშილობას და კიდევ 3 დღის შემდეგ, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროკურატურის წინ სუიციდის მცდელობა ექნება.
აგრეთვე, ბრალდებული ვახო ჩიქოვანის ოჯახი განმარტავს, რომ ჩიქოვანი შაქარაშვილს საერთოდ არ იცნობდა და მასთან შეხება არ ჰქონია.
ამ ფაქტებს გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი. მას შიმშილობა აბსურდული და დადგული ჰგონია.
„ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასოდეს ჩაწვდება”, ამიტომ გამძლეობას გისურვებთ მანამდე, სადამდეც გეყოფათ, მაგრამ მეეჭვება დიდხანს გაგრძელდეს!
P.S შიმშილობას რაც შეეხება ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია როგორებიც თქვენ ხართ , თუმცა რა შემიძლია გითხრათ ის რაც ისედაც არ იცით...“- წერს შაქარაშვილი.