ავარიის შედეგად მეუღლემ მცირე დაზიანება მიიღო ბავშვი კი უვნებელი გადარჩა. სამწუხაროდ გივიკო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
სწორედ ამ ტრაგედიის დრეებში, სოფელ აკეთში პრეზიდენტის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ეს სწორედ ის დღეა, ანზორ ერქომაიშვილი ღირსების ორდენით რომ დააჯილდოვეს.
პრეზიდენტის საზეიმო მიღება სოფელ აკეთში, ისტორიული ტაძრის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ტრაგიკული ფაქტის გამო, სოფლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ღონისძიება გაუქმდა და სხვა სოფელში ჩატარდა.