სკოლის დერეფნის ყოველ მოსახვევში სირცხვილის სახრჩობელა დგას - ფსიქოლოგის საინტერესო პოსტი

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, სკოლაში, მასწაველებლისა და ადმინისტრაციის მიერ მოზარდების მიმართ არასწორი დამოკიდებულების შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

სტატუსში აღწერილია ერთი შემთხვევა, რომელიც რეალობაში უფრო განზოგადებულია. ცირამუას, ამ ჩანაწერში ასახულია, თუ როგორ დამაცირებლდ ექცევა მასწავლებელი მოსწავლეს და რას განიცდის ამ შემთხვევაში როგორც მსვერპლი ასევე ჯგუფის სხვა წევრები. 


ფსიქოლოგის მიერ გამოქვეყნებული სტატუსით, ჯგუფის წინაშე დამცირებული ბავშვი, სიბრაზეს, სინანულს, სირცხვილს და გაქრობის სურვილს ერთდროულად განიცდის.


„ადექი და დაფასთან გამოდი, ვნახოთ ერთი რა ხვითოც ხარ. გრძელი ენები კი გაქვთ და მშობლებს ზღაპრებს უყვებით სახლში... და მერე აქ გაშტერებულები ჩამოგვისხდებით. ადექი მეთქი, არ გესმის ბიჭო?!
ადგომა არ შეეძლო. თითქოს ეს წყეული სირცხვილი გრძელ დაგრეხილ თოკად გადაქცეულიყო და მთელს სხეულზე შემოხვეოდა, ზუსტად ისე, როგორც მეკობრეები გაკოჭავენ ხოლმე დაპყრობილი გემის მეზღვაურებს. როგორც შეძლებდა გემბანზე დაგდებული და გაკოჭილი მეზღვაური ფეხზე წამოდგომას, მითუმეტეს დაფასთან მისვლას და მაგალითების ამოხსნას?! თოკი მკერდზე ისე ძლიერ ჰქონდა შემოხვეული სუნთქვასაც უკრავდა და გულისცემასაც უხშობდა, სახეზე ცეცხლი ეკიდებოდა, ხელისგულებიდან კი ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და რამდენჯერაც შეეცდებოდა თოკს შეხებოდა, იმდენჯერ ხელიდან უსხლტებოდა და კიდევ უფრო მჭიდროდ ეკვროდა სხეულზე.


- ლაპარაკი არ იცი ბიჭო, ან ზრდილობა არ გაქვს ან სირცხვილი არ გაგაჩნია, ფეხზე დადექი რომ გეუბნებიან! - მათემატიკის მასწავლებელი ნელა- ნელა მოთმინებას კარგავდა და იმ მეკობრეს ემსგავსებოდა, რომელსაც სახეზე წაკრული სახვევიდან ვითომც დაზიანებული თვალი უჩანს და იქიდან სიბრაზის ნაპერწკლები ცვივა


- ორიანს გიწერ, მათემატიკაშიც და ზრდილობაშიც, თქვენ კი გილოცავთ კიდევ ერთ რეგვენ თანაკლასელს, ბედოვლათებო!


ზარის დარეკვისას ბიჭმა შვება იგრძნო. ძალა მიეცა, ყველა თოკი გაწყვიტა და კლასიდან გავარდა. თვითონაც არ იცოდა საით გარბოდა, მაგრამ აღარ შეეძლო იმ შენობაში გაჩერება, რომელიც ბრძოლის ველს ჰგავდა, უფრო სწორად დანაღმულ მინდორს, სადაც მიწის ყოველი გოჯი საშიშია, არ იცი ფეხს სად დაადგამ და რომელ ნაღმზე აფეთქდები. აქედან უნდა გაიქცე, სადმე გადაიმალო, აქ ყოფნა საშიშია. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგამცირონ, მასხრად აგიგდონ. ხმის ამოღებაც არ შეიძლება. არც გაჩუმება შეიძლება. ზუსტად ვერ მიხვდები რა შეიძლება და რა არა. სკოლის დერეფნის ყოველ მოსახვევში სირცხვილის სახრჩობელა დგას და თუ ნაღმებზე სიარული კარგად არ იცი, აუცილებლად იქ ჩამოგკიდებენ. და როცა კლასის დამრიგებელი დირიჟორივით ასწევს ხელს და დასჭექავს ბავშვების ქორო - სირცხვილი! სირცხვილი! კაბინეტიდან უთუოდ გამოვა სკოლის დირექტორი - მარია პეტროვნა და მისი საშიში ხმა ზარივით დარეკავს


- და, აქ რა ხდება?! აქეთ შეჯგუფდით თქვენ ბავშვებო, აქეთ - კარგად რომ დაინახოთ ის, ვინც გვარცხვენს, ის, ვინც ვერ დაისწავლა ჩვენი წესები. ის, ვინც ოჯახში არ იზრდება. ის, ვინც უპატრონოა და გაუზრდელი. გახსოვდეთ ყველას - ბავშვებს მარტო გაჩენა კი არა, აღზდაც სჭირდებათ! აღზრდა სიმკაცრის გარეშე არ გამოდის. წესი წესია! რას აკეთებენ თქვენი მშობლები, თვალები სად აქვთ, ვერ ხედავენ როგორ წაგიხდათ საქციელი?! აჰა, შეხედეთ ამ ბედოვლათს, დაიმახსოვრეთ ასეთია ყველა უზრდელის ხვედრი!
ვინც ასე იქცევა უნდა დაისაჯოს თუ არა ბავშვებო?!


- დიააახ! - უპასუხებს ბავშვების ქორო. ბავშვების, ერთ კუთხეში რომ შეჯგუფულან და პატარა გულები შიშისგან უცემთ და არ შეუძლიათ მაღლა ახედვა, რადგან იქ სირცხვილის სახრჩობელაზე დაკიდებულ მათ თანაკლასელს, საცაა ფეხქვეშ სკამს გამოაცლიან და მერე მისი სხეული სულ იქანავებს ... როგორც გაფრთხილება!“ - წერს ცირამუა.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.