„თავიდან გავდივართ 23 ტომს. გვინდა ვინც დასასჯელია დაისაჯოს და არაფერი გამოგვეპაროს. რაც შეეხება მერსედესს, მაპატიეთ სხვა გამოსავალი არ მაქვს უნდა ვთქვა. ვისაც ამ თემასთან მერსედესის მიბმა უნდა იმას კარგად გამოსდის, რადგან როგორც ჩანს დარჩა კითხვები. მას უნდა აქცენტები გადავიდეს მერსედესზე, რომელსაც შემდგომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ დაადასტურებს. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ჟვანია და მერსედესი იქ არ იმყოფებიან. სულ არ ვიცი ვინაა ეს ჟვანია, ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს და ვისაც ვიპოვი აღარ გამოვახედებ ციხიდან, მაგრამ მტკიცებულებით. ვაი ჟურნალისტების გარდა დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით პროფესიონალს, რომელიც მეტყვის რომ მერსედესთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვი არსებობს, თორემ მე მასწავლკიან დაჭერას?“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.