სოციალურ ქსელში რუსთავში მცხოვრები ნათია მანჯგალაძე ვიდეოს ავრცელებს და ავარიის შედეგად დაზარალებულ ქალზე გვიყვება.
ნათია კომენტარებში წერს, რომ ჩავიდა ადგილზე და ესაუბრა პატრულს, რომელმაც უთხრა, რომ ქალი გადარჩებოდა.
„ვერ მოვითმინე და ჩავედი, საცოდავი ქალი, იჯდა და ტიროდა, ერემენტარული წყლით რომ მოებანათ სახე და მოესულიერებინათ, არავინ იყო…
ბავშმა გადაირბინა გზაზე, დედას გაექცა, ამ დროს მანქანამ დედას დაარტყა“- ამბობს ნათია მანჯგალაძე.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რა ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.