„ხვალ სრულდება ექსპერიმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოითხოვა. დათვალიერებულია დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ბაჩლიაშვილის ოჯახის ადვოკატის ამბობს, რომ გამოძიებაში ისეთი საეჭვო ფაქტობრივი ნიუანსები შეინიშნება, რაც აქამდე გამოძიებასაც არ ჰქონდა. მისივე თქმით, თავიდან დაიკითხა თამარ ბაჩლიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსენა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, მისი მანქანა მწყემსმა იპოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.