ბავშვის კვების რეჟიმს მიაქციეთ ყურადღება
ყოველდღიურად ბავშვებს ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული შესთავაზეთ. ბავშვის ორგანიზმი ხილისა და ბოსტნეულის დახმარებით ძლიერდება და არაჯანსაღ ქიმიურ ნივთიერებებს მისი დაზიანების ნაკლები შესაძლებლობა აქვს.
ბავშვი აქტიური უნდა იყოს ფიზიკურად
ბავშვი, სიცოცხლის ადრეული ეტაპიდანვე უნდა მიაჩვიოთ ფიზიკურ აქტივობას. ასწავლეთ შვილს, რომ კიბეებზე ფეხით ასვლა და სეირნობა მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
ბავშვის წონა ყოველთვის აკონტროლეთ
თანამედროვე ბავშვებს ჭარბწონიანობა ხშირად აწუხებთ. სიმსუქნე სიმსივნის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის გვხვდება. ოჯახთან ერთად ხშირად ასადილეთ ბავშვი და მისი რაციონი ჯანსაღი საკვებით გაამდიდრეთ. თქვენს შვილს დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურებისთვის მხოლოდ ორი საათი უნდა გამოუყოთ. მაქსიმალურად შეზღუდეთ ბავშვის რაციონში ტკბილეულის წილი.
იზრუნეთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებაზე
ბავშვი ისეთი პროდუქტებით გამოკვებეთ, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს, მაგ. ნიორი, იოგურტი, ხილი, ბოსტნეული. იმუნიტეტის ასამაღლებლად ძალიან კარგი საშუალებაა ვარჯიშიც.
ბავშვს სიმსივნისგან B ჰეპატიტის ვაქცინაც იცავს
B ჰეპატიტის ვაქცინა ბავშვს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს. B ჰეპატიტი ზრდასრულ ასაკში ღვიძლის სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.