რუსმა დიპლომატმა ისიც დაამატა, რომ „ქართველი პარტნიორები“ ხანდახან ანტირუსულ „კარტს ათამაშებენ“.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების მომხრეა.
„ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს მხარს ვუჭერთ. ჩვენი პოზიცია ასეთია: რაც უფრო მეტია ნორმალიზაცია, მით უკეთესი. თუმცა, ჩვენი ქართველი პარტნიორები პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ, რაც არათანმიმდევრულია.
დადებითი დინამიკა, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში, სამწუხაროდ 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენების გამო შეწყდა, მაშინ როდესაც ნაციონალ-რადიკალების ქმედებების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა. ვიმედოვნებთ, რომ ფრენების აღდგენის საკითხი უახლოესი მომავალის საკითხია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.