აღნიშნული გადაწყვეტილება ექიმებმა კონსილიუმზე მიიღეს, რომელსაც ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი ესწრებოდა.
დღეს დილით ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა უარი განაცხადეს ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანაზე.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა იულია ნავალნიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა და თავისი ქმრის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის ნებართვის გაცემა მოსთხოვა.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს დილით ტომსკი-მოსკოვის ავიარეისზე რუსეთში კორუფციასთან მებრძოლმა და პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ბორტზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ნავალნის მდგომარეობიდან გამომდინარე ლაინერი საგანგებოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში.
ოპოზიციონერი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი გარემოცვა აცხადებს, რომ ის მოწამლულია. თავის მხრივ, კრემლში ამბობენ, რომ ინფორმირებულნი არიან ნავალნის მდგომარეობის შესახებ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ მას.
რუსი ოპოზიციონერის სავარაუდო მოწამვლას გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი. მომხდარს ასევე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
მერკელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მოითხოვენ, სწრაფად და გამჭირვალედ გაირკვეს სიმართლე, თუ რა დაემართა ალექსეი ნავალნის და რა იმალება ამის უკან.
ოპოზიციონერის თანამებრძოლი ივან ჟდანოვი ეჭვობს, რომ ნავალნის ორგანიზში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც გარშემომყოფებისთვისაც საფრთხის შემცველია.