როგორ უნდა მოიგოთ დედამთილის გული?

საზოგადოებაში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ დედამტილები რძლებს ცუდად ეპყრობიან, მათზე ჭორაობენ და არასდროს მოსწონთ რძლების გაკეთებული საქმე. გთავაზობთ 7 ხერხს როგორ უნდა მოიგოთ დედამთილის გული.

1. ჰკითხეთ მას რჩევა

მაგალითად, სახლის საქმეების შესახებ, ბავშვების აღზრდის შესახებ. მოისმინეთ მისი აზრი. როცა დაინახავს, რომ თქვენთვის მისი შეხედულებები მნიშვნელოვანია, რომ დახმარების სათხოვნელად სწორედ მას მიმართავთ, ძალიან ნასიამოვნები დარჩება და თქვენი ურთიერთობა უფრო კომფორტული გახდება.


2. ჩართეთ ის სხვადასხვა აქტივობებში

შესაძლოა, არ ჰქონდეს დრო, რომ თქვენს წვეულებებს დაესწროს, ან სადმე წამოვიდეს თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან გაუხარდება, თუ დაპატიჟებთ. ამით აჩვენებთ, რომ გახსოვთ ის და არ გავიწყდებათ. შეგიძლიათ ბავშვები ერთად გაასეირნოთ, ან ბავშვის საფეხბურთო მატჩს ერთად დაესწროთ. უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ ერთობლივად.


3. მასთან ერთად გარკვეული დროის გატარება აქციეთ რუტინად

მაგალითად, ესტუმრეთ ყოველ შაბათ-კვირას, ან თქვენთან დაპატიჟეთ. თუ თქვენგან ძალიან შორს ცხოვრობს წელიწადში რამდენჯერმე მაინც ესტუმრეთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რუტინად ქცეული ოჯახური შეხვედრები საოცრად დადებით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე.


4. კარგი იქნება, თუ გამოყოფთ დროს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენს დედამთილთან ერთად გაატარებთ

დაპატიჟეთ ყავაზე, ან ლანჩზე. ამ დროს შესაძლებლობა მოგეცემათ მშვიდად ისაუბროთ, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და შესაბამისად, უკეთ შეძლოთ ერთმანეთისთვის გაგება.


5. დაძაბული სიტუაციების დროს მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ

ეცადეთ ისეთი არაფერი თქვათ, რასაც ვეღარასდროს გამოასწორებთ. სჯობს, რთული პერიოდის დროს ცოტა ხნით გაერიდოთ დედამთილს. მარტომ გაიაზროთ მომხდარი და მასაც მისცეთ დაფიქრების საშუალება. კარგი იქნება, თუ მიმართავთ მედიტაციას, დაკავდებით იოგათი. მსგავსი აქტივობები დაგამშვიდებთ და უფრო მარტივად შეძლებთ კონფლიქტის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოგვარებას.


6. გახსოვდეთ, რომ ის ბებიაა, თქვენ დედა

ორივეს განსხვავებული შეხედულებები და განსხვავებული როლი გაქვთ. ის ბებიაა და უნდა რომ შვილიშვილს ნაყინი აჭამოს, ან სხვა რაიმით ასიამოვნოს, ბავშვთან უფრო მეტი დრო გაატაროს. ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი ხდება. მიეცით საშუალება თქვენს დედამთილს, რომ უბრალოდ იყოს ბებია და ნუ ჩაერევით ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაში.


7. მნიშვნელოვანია კომპრომისზე წასვლა

ისწავლეთ დათმობაზე წასვლა და გაითვალისწინეთ ერთმანეთის ინტერესები, ერთმანეთის ცხოვრების რეჟიმი. თუ თქვენ მხოლოდ შაბათ კვირას გცალიათ, დედამთილს კი მხოლოდ სამუშაო დღეებში, გამოყავით დავუშვათ პარასკევი საღამო მისთვის და ესტუმრეთ, ან თქვენთან დაპატიჟეთ და მიეცით შესაძლებლობა თქვენთან და შვილიშვილებთან ერთად გაატაროს დრო. თქვენს ასეთ მონდომებას ის აუცილებლად დაინახავს, დააფასებს და საპასუხოდაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იდეალური ურთიერთობა გქონდეთ.

წყარო: trend.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.