გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის 5-გვერდიან დასკვნა „კურიერმა“ მოიპოვა. დასკვნით დადგინდა იმ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომლის კვალსაც სპეციალისტებმა ახალგაზრდა გოგოს გვამიდან აღებულ ნიმუშებზე მიაგნეს. აგრეთვე, სხეულში აღმოჩენილი 4 პრეპარატიდან განსაკუთრებულ აქცენტს გამოძიება მხოლოდ ერთზე აკეთებს.
პრეპარატი, რომელიც აღმოჩენილია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში, გარდაცვლილი ეძებდა გუგლის საძიებო სისტემაში.
გამოძიებისთვის საკვანძო პრეპარატს, ძირითადად, წნევისთვის გამოიყენებენ. „კურიერის“ ინფორმაციით, პრეპარატი ქვეყნის მასშტაბით იყიდება სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია.