„ვერასოდეს გაიგებ ქეთი დევდარიანი (სერიალის სცენარისტი) სცენარში რას და როგორ დაალაგებს. ვერ წარმოვიდგენდი, ეს სეზონი ასე თუ დამთავრდებოდა. მეც ისევე მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც თითოეულ მაყურებელს.
ქეთიმ გოცირიძეების სახლში სიტუაცია ისე გაართულა, რომ მარტივი გამოსავალი აღარ იქნება. ვფიქრობ, ცხოვრებისეული სიუჟეტი ძალიან სერიოზულად გადმოიტანა სერიალში.
ორმა ადამიანმა რაც უნდა წლები იცხოვროს ერთად, ვთვლი, რომ არის მომენტები, როდესაც არ იცი შენი მეორე ნახევარი რას მოიმოქმედებს“, – ამბობს მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.