მისივე თქმით, ხშირად პრობლემას წარმოადგენს წვერის გაპარსვა კაცებში, რომლის შემდგომ შესაძლებელია განვითარდეს კანის გაღიზიანება ან გამონაყრის არსებობა.
ექიმი გთავაზობთ მარტივ რჩევებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გაუმკლავდეთ ამ პრობლემას:
1. გაპარსვამდე კანი და თმა დასარბილებლად თბილი წყლით დაისველეთ. საუკეთესოა თუ თმას გაიპარსავთ შხაპის მიღების შემდეგ, როდესაც კანი თბილი და დატენიანებულია, ასევე ამ დროს კანი თავისუფალია ჭარბი ცხიმიანობისგან და მკვდარი უჯრედებისგან, რომლებმაც შესაძლოა დააბინძუროს/დაბლოკოს საპარსი სამართებელი;
2. შემდეგ საპარსი კრემი ან გელი წაისვით. თუ თქვენ ძალიან მშრალი ან სენსიტიური კანი გაქვთ, არჩევანი გააკეთეთ იმ საპარს კრემზე/გელზე რომელსაც აწერია - „sensitive skin“.
3. გაიპარსეთ გაზრდილი თმის მიმართულებით და არა საპირისპიროდ. თუ ამჩნევთ კანის გაღიზიანებას, გამონაყარს და წვას რეკომენდირებულია გამოიყენოთ ერთ-სამართებლიანი საპარსი ვიდრე რამოდენიმე სამართებლიანი. ყოველი ერთი მოქმედების შემდგომ გაავლეთ სამართებელი გამდინარე წყალში.
ასევე გამოცვალეთ სამართებელი ყოველი 5-7 გაპარსვის შემდგომ;
4. ანთების შესამცირებლად გაპარსული ადგილი ცივი წყლით დაიბანეთ;
5. სამართებელი მშრალ ადგილას შეინახეთ. გაპარსვებს შორის დარწმუნდით რომ სამართებელი გაშრა სრულად, მასზე ბაქტერიების გამრავლების პრევენციის მიზნით. არ დატოვოთ სამართებელი საშხაპეში ან სველ ხელსაბანზე;
6. კანი გაპარსვის და დაბანის შემდგომ დაუყოვნებლივ დაიტენიანეთ.