საუკეთესო სტატისტიკის მქონე ქვეყნები დიდი ბრიტანეთი და შვედეთი აღმოჩნდა. ქვეყნებში 2019 წელს ერთ მილიონ მცხოვრებზე გაანგარიშებით ავტოავარიებში გარდაცვლილთა რიცხვი 30-ზე ნაკლები აღმოჩნდა. ავტოავარიებში გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა გერმანიაში, დანიაში, ჰოლანდიაში, ირლანდიაში, ფინეთსა და ესტონეთში.
ავსტრიასა და ესპანეთში მილიონ მოსახლეზე წლიურად 40-დან 49-მდე ადამიანი იღუპება.
ჩეხეთში, იტალიასა და საფრანგეთში, გარდაცვლილთა რიცხვი ერთ მილიონ მცხოვრებზე 50-59-ს შეადგენს.
ცუდი მდგომარეობაა საბერძნეთში, უნგრეთში, კვიპროსზე, ლიტვასა და პორტუგალიაში, სადაც მილიონ მცხოვრებზე გათვლით ავტოკატასტროფებში 60-69 ადამიანი იღუპება.
რაც შეეხება საქართველოს, ის ავტოკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. შარშან ავტოსაგზაო შემთხვევებში ერთ მილიონ სულ მოსახლეზე გათვლით 120 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს ნამდვილად ცუდი სტატისტიკაა.
ამასთან, ავტოკატასტროფებში გარდაცვლილების რიცხვი საქართველოში არათუ მცირდება, არამედ ზრდას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 აგვისტოს, შატილიდან მომავალი ტურისტული ჯგუფი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა 3 კი მძიმედ დაშავდა.
საქართველოს მთავრობამ 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.