ჩარკვიანის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ჰიტებია: „ჩემი აღარა ხარ“, „მაღლა და მაღლა“, „მწვანე რტოები“ , „ჰიმნი თავისუფლებას“ და სხვა.
მამუკა ჩარკვიანი მე-8 კლასიდან გიტარაზე უკრავდა, მე-9 კლასში კი პირველი სიმღერა დაწერა. სცენაზე საკმაოდ გვიან, 40 წლის ასაკში ავიდა და მსმენელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.
ცნობისთვის, 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ შემსრულებლის ვარსკვლავი გაიხსნა.