ფირალიშვილი წერს, რომ აბანოსა თუ დათიჯვარზე მგზავრების გადაყვანის უფლება ყველას არ უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, ომალოს 3-4 საათში და მთელი ხევსურეთის ერთ დღეში მოვლა წარმოუდგენელია.
„სწრაფი ტური მთაში არ შეიძლება ! მთას სხვა მოძრაობის წესები აქვს და იქ მაგარი რული ვარ არ ჭრის !
შარშან თუშეთის ტრაგედიის მერე ვიხვეწებოდი მთის გზების მიხედვას, მაგრამ ჩვენ ტურიზმი გვინდა და უსაფრთხოებაზე მხოლოდ შორიდან გვსმენია ! წელს პირველად ამოწმებდნენ ყველა მძღოლს აბანოს უღელტეხილამდე ალკოტესტზე და თუშეთში, ღვთის წყალობით, წელს სიმშვიდეა !
ცალკე მართვის მოწმობების გაცემას არ ვითხოვ, მაგრამ არც ყველას უნდა ჰქონდეს აბანოსა თუ დათიჯვარზე მგზავრების გადაყვანის უფლება, მითუმეტეს თელავი – ომალო 3-4 საათში და მთელი ხევსურეთი ერთ დღეში!
მთასთან ასე არ ხუმრობენ, მთის წესებს იცავენ და ემორჩილებიან! სხვა შემთხვევაში შედეგი მოაქვს ასეთი !“ – წერს პაპუნა ფირალიშვილი.
ცნობისთვის, საქართველო ტრაგიკულად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების მხრივ საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.