თევზაძე, მომხდარი ტრაგედიის, მძღოლსა და გაუმართავ ავტომობილზე გადაბრალებას უაზრობას უწოდებს. თვითონ კი მიზეზს მოუწესრიგებელ გზაში ხედავს მთავრობას ადანაშაულებს.
„თბილისი-შატილის გზაზე ყველანარი ტრანსპორტით ნამყოფი ვარ. ყველა სეზონზე. ფეხითაც.
ეგ ადგილი - ბისოდან ხახმატამდე - უხიფათოა. არც მახსოვს მანდ ვინმე გადავარდნილიყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში (შეიძლება ვცდები).
მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მძღოლებზე და გაუმართავ მანქანანებზე დაბრალება უაზრობაა: გაუმართავი მანქანაც არ უნდა გადავარდეს ხევში. თუ გზის გაკეთება გადაწყვიტე, პირველ რიგში ეგ უნდა მოაგვარო.
ახლა რა გამოვიდა: ორი წელია მთავრობა გზას აკეთებს და ისე ვერ გააკეთა, რომ მანქანა არ ჩავარდეს ხევში ერთ-ერთ ყველაზე უხიფათო ადგილას“, - წერს გიგი თევზაძე.
ცნობისთვის, შატილში ერთ დღიან ტურში წასული ახალგაზრდები 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხნენ. ადგილზე 17 ადამიანი დაიღუპა, სამს კი სიცოცხლისთის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებათ.