წიკლაური მომხდარ ტრაგედიაში ყველას გულგრილობას უსვამს ხაზს, როგორც სკოლის, ისე საზოგადოებისას. პირველ რიგში კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კანონი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე.
„ყოველდღე ტრაგედიები... 11 წლის ბავშვი როგორ უნდა სცემო ისე და იმდენჯერ, თავი ჩამოიხრჩოს ან სულაც შენ ჩამოჰკიდო თოკზე გასახმობი ხელებით, მხეცო მშობელო... არ მთავრდება სიკვდილი, მისი ყველანაირი გამოვლინებით. ამდენი მრისხანება, ასეთი სიმხეცე, რაც ჩვენთან ტრიალებს, არ მსმენია... უკვე ახსნაც აღარ მოეპოვება... ყველა ყველას კლავს: მშობლებს, ბებო-პაპებს, შვილებს, ცოლებს, დებს, ძმებს, მეზობლებს, შეყვარებულებს, მეგობრებს, უდანაშაულოებს, უცნობებს, ნაცნობებს... ეს არაფერს ნიშნავს? გასაგებია ვარსკვლავების განლაგება, ცუდი წელი თუ კარგი წელი, მაგრამ დავეშვათ მიწაზე და რეალობას გავუსწოროთ თვალი. სახელმწიფო არის კანონი! კანონზე და კანონიერებაზე შენდება ქვეყანა! აქედან დავიწყოთ. მოუწყობელი, დაულაგებელი, ღატაკი ქვეყანა და სრული განუკითხაობა! აღარც ოჯახი ჰგავს ოჯახს, სად იზრდება ამდენი მკვლელი ? აღარც სკოლა, აღარც საზოგადოება, აღარც კანონდამცველი, წახდენილები და დაცემულები ვართ ყველანი.... სახელი აღარ გვაქვს ჩვენ ...“ - წერს წიკლაური.
ცნობისთვის, დღეს რაჭაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა დააკავეს.