ორი ბრალდებულიდან ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე ამბობს, რომ კონფლიქტში გამშველებლის როლს ასრულებდა. მისივე ადვოკატის განცხადებით, მას ალკოჰოლის მცირე დოზა ჰქონდა მიღებული, თუმცა კარგად ახსოვს, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია.
ცნობისთვის, 22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, 29 წლის ლასო აბუთიძე იმ დროს მოკლეს,როცა გარდაცვლილი მასთან სტუმრად მყოფი გოგონების დაცვას ნასვამი მამაკაცებისგან ცდილობდა.