„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს წარმატებული რეფორმები განაპირობებს - ზურაბ ქადაგიძე

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე სოციალურ ქელში „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის თავზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეიტინგის შესახებ წერს და იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მთავრობამ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიებმა კი ხალხის ნდობა დაკარგეს.

„რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა კომპანია „Survation“-მა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა კვლევა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ 52% აიღო.


რა განაპირობებს ხელისუფლების მაღალ რეიტინგს რვა წლის თავზე? ჯანდაცვის რეფორმა (საყოველთაო ჯანდაცვა, C-ჰეპატიტის პროგრამა და ა.შ). სამხედრო რეფორმა (სახელფასო და საბინაო პოლიტიკა, განსაკუთრებული დაზღვევა, განათლების დაფინანსება, მინისტრის სტიპენდია, სრული თანამედროვე ეკიპირება და ა.შ)


განათლების რეფორმა (ხელფასის ზრდა სკოლის პედაგოგებისათვის, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, უფასო ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში, ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა და ა.შ)


სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სტიმულირება („აწარმოე საქართველო“-ს ფარგლებში შეიქმნა 450-ზე მეტი საწარმო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით 200_ზე მეტი საწარმო, "დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში 50_ზე მეტი მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ჩამოყალიბდა 1000-ზე მეტი კოოპერატივი და ა.შ)


ინფრასტრუქტურული პროექტები.(მოწესრიგდა და 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა საგზაო მშენებლობები ქვეყნის მაშტაბით, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ტურისტული ქალაქები და დასახლებები, მიმდინარეობს კურორტ აბასთუმნის სრული რეაბილიტაცია და ა.შ


საარჩევნო სისტემის რეფორმა (2020 წლის არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე მოდელით,რამაც საერთაშორისო პარტნიორების მოწონება გამოიწვია. რეფორმა უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.


საგარეო პოლიტიკა (ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა მსოფლიო ბაზრების მიმართულებით, განსაკუთრებული თანამშრომლობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და ა.შ)


განსხვავებული აზრის გავრცელების ხელშეწყობა (მედიაპლურალიზმი). კრიზის მენეჯმენტი (კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა,რომელიც გაერომ ერთერთ საუკეთესო და მისაბაძ მაგალითად დაასახელა).


რა განაპირობებს ოპოზიციის დაბალ რეიტინგს რვა წლის თავზე?


არათანმიმდევრულობა;

უპრინციპობა;

არარეალისტური საარჩევნო პროგრამები (რომლის განხორციელება შეუძლებელია);

ვიწრო, მერკანტილური ინტერესები;

საბოტაჟის მცდელობები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ (საერთაშორისო დონეზე სახელწიფო ინტერესების დაზიანება);

მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება და შანტაჟის მცდელობა (ადამიანური ტრაგედიების, სოციალურ ნიადაგზე მომხდარი კრიმინალური შემთხვევების ვიწრო პარტიული მიზნებისათვის გამოყენება).


რას სთავაზობს ხელისუფლება მოსახლეობას?


თანმიმდევრულ, სტაბილურ პოლიტიკას;

მშვიდობიან, პრინციპულ მიდგომას ოკუპაციის წინააღმდეგ;

ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერას;

გამჭირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს;

ადამიანზე ორიენტირებულ სოციალურ მიდგომებს.


რას სთავაზობს ოპოზიცია მოსახლეობას?


ურთიერთგამომრიცხავ პოზიციას ოკუპაციასთან მიმართებით;
აბსურდულ მთავრობას, სადაც გაურკვეველია როგორც საგარეო კურსი, ასევე შიდა პოლიტიკური მიდგომები“, - წერს ზურა ქადაგიძე.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.