სად უნდა დარეკოთ და ვინ დაგეხმარებათ კონკრეტული პრობლემის დროს

კონკრეტულ დანაშაულზე, უსამართლობასა და პრობლემაზე ადამიანის სამოქალაქო ვალია, მასზე რაგირება მოახდინოს. აგრეთვე, თუ მოქალაქეს დახმარება სჭირდება, სახელმწიფო სტრუქტურები და ცალკეული ორგანიზაციები ვალდებულები არიან მათ დახმარება გაუწიონ. 

მოგეხსენებათ არსებობს სერვისი - ცხელი ხაზი, რომელიც კონკრეტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნითაა შექმნილი. რაც უფრო დიდი იქნება ადამიანების ჩართულობა, რაც უფრო მეტი მოქალაქე აიღებს სოციალურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და არ იქნება გულგრილი, მით უფრო ძლიერი იქნება სამოქალაქო საზოგადოება და სერვისიც უფრო ეფექტურად იმუშავებს.


დაიჯესტი დაინტერესდა, რომელი უწყება რა მომსახურებას თავაზობს თავისი ქვეყნის მოქალაქეს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ მას და რამდენად არის ის ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის. 


მაშ ასე:


ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 116 111 დახმარებას უწევს ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც რეკავენ თავიანთი პრობლემების გასაზიარებლად. ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე. მომსახურება უფასოა. ის ადაპტირებულია შშმ პირთათვის.



112 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი. აღნიშნულ ცხელ ხაზს 3 მიმართულება აქვს: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სამართალდამცველის დახმარება, ან ნებისმიერი დანაშაული შესწრებისას პატრულის გამოძახება და საგანგებო სიტუაციების მართვა - სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს დახმარება.


112-ზე დარეკვა შესაძლებელია, ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან, ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე, მაშინაც, კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული და არ დევს სიმ-ბარათი. 



126 - თუ ფიქრობთ, რომ პოლიციელის მხრიდან თქვენი უფლებები დაირღვა, უკაონონოდ დაგაჯარიმათ ან გადაამეტა საკუთარ უფლება-მოვალეობას, უნდა დარეკოთ გენინსპექციის ცხელ ხაზზე  - გენერალური ინსპექცია წარმოადგენს საქართველოს შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შიდაუწყებრივ კონტროლს შსს-ის ქვედანაყოფების საქმიანობაზე. 


 



 


116 -006 - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“როდის უნდა მიმართოთ ცხელ ხაზს? ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და განვითარებას. მასში შედის
ფიზიკური ძალადობა; სექსუალური ძალადობა; ფსიქოლოგიური ძალადობა; ეკონომიკური ძალადობა; იძულება; უგულებელყოფა.



15 05 - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ცხელი ხაზი“ - ზოგადად ჯანდაცვის სფეროში არსებული კითხვებისა და ამავე სფეროში აღმოჩენილი პრობლემის დროს.



2 100 229 - ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ 



15 00 - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის ცხელი ხაზი. 2015 წლიდან ის ფუნქციონირებს.
ცხელი ხაზი კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს. უმეტესად ხორციელდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ოჯახის წევრების, ადვოკატების, თავად ბრალდებულ/მსჯავრდებულების, სახალხო დამცველის წარმომადგენლების, საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლების ზარები.


პატიმრების პრობლემების, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში ზარი ფიქსირდება სპეციალურ პროგრამაში და რეაგირებისთვის გადაეცემა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს.


ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს სამუშაო დღეებში 09:00-დან 18:00 სთ-მდე პასუხობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველოს თანამშრომლები. საჭიროების შემთხვევაში, ხდება ზარების გადამისამართება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივ მისაღებებში.


18:00 სთ-დან და არასამუშაო დღეებში ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს პასუხობენ პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები.


პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზი არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე.



14 81 - სახალხო დამცველის ცხელი ხაზი - უნდა მიმართოთ ნებისიმიერი უფლებადარღვევის შემთხვევაში კითხვა ინქბა, გადამოწმება თუ უფლებების დარღვევის ფაქტი.



14 05 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზი’’  მოქალაქეებს შეუძლიათ გენერალურ ინსპექციას მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული გადაცდომებისა და სამართალდარღვევის შესახებ.


„ცხელი ხაზით“ აგრეთვე, შეუძლიათ ისარგებლობენ იმ მოქალაქეებმა/თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა/მათი ოჯახის წევრებმა, რომლებიც საჭიროებენ გენერალური ინსპექციის დახმარებას თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ანონიმურობა დაცულია.


გენერალური ინსპექცია კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მყისიერ რეაგირებას ყველა შემოსულ შეტყობინებაზე.



2 405 405 - იუსტიციის სამინისტროს ცხელი ხაზი - უწყების წარმომადგენელთან დაფიქსირებული პრობლემის დროს ან სისტემაში არსებული ხარვეზისას.



5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.