მონაცემები ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1436 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1150-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.