მინისტრის თქმით, კვლევამ მოიცვა 144 ქვეყანა და მრავალი ათასი კომპანია, მათ შორის, 500-ზე მეტი კომპანია საქართველოში.
„მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში, 2019 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის დასაწყისამდე პერიოდი მოიცვა. ძალიან საინტერესო და სასიხარულოა, რომ ამ 144 ქვეყნაში კორუფციის დონით, ჩვენ საუკეთესო ათეულში ვართ, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია. თავად კორუფცია ფასდება რამდენიმე პარამეტრით. ერთ-ერთია, რამდენად მოუწია ქრთამის აღება სხვადასხვა კომპანიას. ამ შედეგით, მსოფლიოში. 10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნათა შორის ვართ. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით. ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესოა, რომ ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად კორუფციის თვალსაზრისით მაღალრისკიანია, მაგალითად ნებართვების გაცემა, ლიცენზიების გაცემა, ასევე, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, აქ ეს მაჩვენებელი განსაკურებით დაბალია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კვლევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ბოლო წლებში.
ინფორმაციისთვის, საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა.