მისი თქმით, სავალდებულო იქნება შენობაში პირბადის ტარება, მაყურებლები დასხდებიან თითო სკამის გამოტოვებით, ასევე განისაზღვრება სპექტაკლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი - 3 საათი.
„აქაც სავალდებულო იქნება სკრინინგის განხორციელება, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5 კვადრატულზე იქნება 1 ადამიანის დაშვება, განისაზღვრება ღონისძიების ზედა ზღვარი, ეს არის 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ასევე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე", - განმარტა ფერაძემ.
ინფორმაციისთვის, კინოთეატრები და თეატრები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იყო დახურული, 15 სექტემბრიდან კი გაიხსენება.