27 აგვისტომდე აბიტურიენტებს საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალის გადახედვა შეეძლებათ. მათ საშუალება აქვთ, შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ მიღებული ქულები.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს სთხოვს, რომ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.