„დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოს შესახებ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ დასტირის ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა, მათ ვუთხრა: თავი ზემოთ! ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „miha hamodiii“ - ასე სარკასტულად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.