„თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ვი­ფიქ­რე არა­ერ­თხელ“ - წერილი ZAG-ის თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს

„წერილი მომავლიდან“ - ამ სათაურით მიიღო კომ­პა­ნია ZAG-ის ტექ­ნი­კურმა მე­ნე­ჯერმა, ნიკა გე­ჯა­ძემ რამდენიმე კვირის წინ წერილი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა „აქცენტებში“ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.

შესაძლოა, წერილი, რომელიც გეჯაძემ მიიღო, თამარ ბაჩალიაშვილს გაეგზავნა მისთვის.

„ძვირ­ფა­სო, მე გწერ 2020 წლის 4 აპ­რი­ლი­დან. თუ არ წა­გი­კი­თხავს, უკე­თე­სია, მარ­თა­ლია ჩემს თავს დავ­პირ­დი, რომ აღა­რა­სო­დეს მოგ­წერ­დი, მაგ­რამ ეს უნდა გა­ვა­კე­თო. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თავი აღარ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო. ნეტა იცო­დე რამ­დენ რა­მეს გა­და­ვა­ბი­ჯე ეს რომ მო­მე­წე­რა. პირ­ვე­ლი, რაც მინ­და იცო­დე ისაა, რომ არას­დროს გან­ზრახ ცუ­დად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ, გულ­შიც კი არ გა­მივ­ლია შენ­თვის რა­ი­მე ცუ­დის გა­კე­თე­ბა, არას­დროს, არც შეგ­ნე­ბუ­ლად და არც შე­უგ­ნებ­ლად. პი­რი­ქით, იმას უფრო ვუშ­ვებ­დი, რომ ჩემი თა­ვის­თვის და­მე­შა­ვე­ბი­ნა რამე, ვიდ­რე შენ­თვის.

არ ვიცი, რას რო­გორ აღიქ­ვამ­დი ან რო­გორ მი­ი­ღე, რა მო­გიყ­ვა ან რო­გორ ჩა­გაწ­ვე­თა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, არას­დროს გან­გებ ცუ­დის ჩა­დე­ნა არც კი მი­ფიქ­რია. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებ და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ, მაგ­რამ ახლა თა­ვის მარ­თლე­ბას არ ვა­პი­რებ.

მხო­ლოდ იმა­ზე მინ­და იფიქ­რო, რო­დე­საც ჩა­მოხ­ვე­დი სულ ცოტა ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­გე­ჩი­ნა, სულ ცო­ტა­თი მა­ინც, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემი არ­სე­ბო­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამე, ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მეს­მის, რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს შენ­თვის, შენ ხომ ასე ძა­ლი­ან იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი (ახ­სე­ნებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს)... მახ­სოვს, ის სი­ცი­ვე და იგ­ნო­რი შენი მხრი­დან, ამის ფონ­ზე კი შენი დაც­ვის იმე­დით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი შენი მე­გო­ბა­რი რო­გორ მამ­ცი­რებ­და. არ ერი­დე­ბო­და არც მო­რა­ლურ სა­ზღვრებს და არც არა­ფერს..

იქ­ნებ ერ­თა­დაც გა­და­წყვი­ტეთ ასე, რომ ყო­ვე­ლი დღე კოშ­მა­რად ქცე­უ­ლი­ყო ჩემ­თვის. შუ­რის­ძი­ე­ბა გინ­დო­და, მო­ა­ხერ­ხე, კმა­ყო­ფი­ლი ხარ თუ არა? უფრო მე­ტად რომ გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი­ყო სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ტყვი, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ვი­ფიქ­რე არა­ერ­თხელ, შენ­ზე ფიქ­რის გა­რე­შე არ გა­და­მიდ­გამს არც ერთი ნა­ბი­ჯი," - წერს ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლის ავ­ტო­რი ნიკა გე­ჯა­ძეს.

წე­რი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში დევს, თუმ­ცა, მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უზუს­ტო­ბე­ბის გამო, ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის და­წე­რი­ლი არაა. ნიკა გეჯაძე ამბობს, რომ თამართან მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ურთიერთობა ჰქონდა და მისი პი­რა­დი ცხოვრების შესახებ თით­ქმის არა­ფე­რი იცოდა.

„ად­რე­სა­ტის სა­ხელ­ზე არ­სე­ბობს სხვა წე­რი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2030, 2040 და ა.შ. წლე­ბით და რო­მელ­თაც ნიკა გე­ჯა­ძე მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს", - უთხრა Digest.ge-ს სარ­წმუ­ნო წყა­რომ.

სარ­წმუ­ნო წყა­როს ცნო­ბით, დად­გე­ნი­ლია, რომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლია.

ინფორმაციისთვის, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს ის თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუხლებით მიმდინარეობს.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.