29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


წინააღმდეგობრივი დღეა. შემოქმედებასა და კომერციულ საქმიანობაში რეგრესი შეიმჩნევა, ამიტომ ნებისმიერი წამოწყება კრახისთვის არის განწირული. წარმატება მხოლოდ დაწყებულ საქმეებს ელის. გაითვალისწინეთ, რომ მცდარმა ინფორმაციამ ან გარეშეთა გავლენამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. პარტნიორებთან ურთიერთობაში ზედმეტად კატეგორიული ნუ იქნებით - მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.


კურო


მძიმე და წინააღმდეგობრივი დღეა. გირჩევთ, შეჩერდეთ და გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ. მოსალოდნელია შეცდომები, ტყუილები და გარეშე პირთა ნეგატიური გავლენა. ამ დღეს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უნდა ეკონტაქტოთ და გაცილებით ოპტიმისტურ განწყობაზე დადგებით.


ტყუპები


მძიმე დღე გელით, რომელსაც უამრავი ტყუილი, ცილისწამება და შეცდომა ახლავს. ფინანსურ საქმეებში პრობლემები და გარშემომყოფ ადამიანებთან კონფლიქტები გელით. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ეცადეთ, ამ დღეს მხოლოდ ახლობელ ადამიანებს ეკონტაქტოთ. ერიდეთ გარეშეთა გავლენებს, ამან შეიძლება ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.


კირჩხიბი


გირჩევთ, ცოტა ხნით შეჩერდეთ და დაფიქრდეთ, ნამდვილად სწორი მიმართულებით მოძრაობთ თუ არა. შესაძლოა, უმიზეზო დეპრესია მოგეძალოთ. თქვენს წარმოსახვაში მომავალი მუქ ფერებშია წარმოდგენილი. გირჩევთ, ახლობელ ადამიანებს თქვენი შიშებისა და ცუდი წინათგრძნობის შესახებ უამბოთ. მათი რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.


ლომი


ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება. პროფესიულ საქმიანობაში რეგრესი გელით, ამიტომ ნებისმიერი წამოწყება წარუმატებლობისთვისაა განწირული. გარეშეთა გავლენა ან მცდარი ინფორმაცია შეიძლება ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს. სამსახურის შემდეგ მარტო სეირნობას ერიდეთ და პირდაპირ სახლში წადით.


ქალწული


ამ დღეს ახალი საქმის წამოწყება სასურველი არაა. საეჭვოა, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად ფინანსური პრობლემები შეგექმნათ და ახლობლებისა და ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ.


სასწორი


კრიტიკული დღეა. შესაძლოა, მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდეს, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ერიდეთ კამათს, რომელიც შეიძლება დაპირისპირებით დასრულდეს. ერიდეთ საღამოს მარტო სეირნობას.


მორიელი


ეს დღე გრძნობების განახლებას, ახალი იდეებისა და ენერგიის მოზღვავებას განასახიერებს. საკუთარი გეგმების განხორციელება უდიდეს კმაყოფილებას მოგანიჭებთ. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობას თქვენი იდეა მოეწონება. სასიყვარულო საქმეები უმჯობესია, მომდევნო დღისთვის შემოინახოთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და სამუშაო ადგილის შეცვლას უნდა ერიდოთ. არახელსაყრელი დღეა დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებისთვის - შესაძლოა, მოტყუებული დარჩეთ. კარგად შეათვალიერეთ გარშემომყოფი ადამიანები. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.


თხის რქა


ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება წარუმატებლობისთვისაა განწირული. შეჩერდით და კარგად მიმოიხედეთ. სიზმარი ოთხი დღის შემდეგ ასრულდება.


მერწყული


კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები და სერიოზული პრობლემები. განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა სარისკო კატეგორიას განეკუთვნება. ოჯახის რომელიღაც წევრის გამო, საღამოს ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები.


თევზები


ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად და გადაუჭარბებლად შეაფასოთ. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისა და ძვირად ღირებული შენაძენისთვის. თქვენი სასიცოცხლო ძალა საკმარისი არაა მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის. ამ დღეს თქვენი დევიზია ზომიერად მუშაობა და მშვიდი დასვენება.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.