„საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალებები მისცა უწყებებს. უკვე განაცხადი კეთდება საქართველოს მიერ და დიდი იმედი გვაქვს, როდესაც გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს ექნება ვაქცინა. ლაპარაკია პირველ ეტაპზე მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტის მოცვაზე. ეს არის დაახლოებით 400 000-დან 700 000-მდე ადამიანი. განაცხადი კეთდება დაახლოებით ასეთ მოცულობაზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან.
მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინის მოწოდებაზე საქართველო ვაქცინების გლობალურ ალიანსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმიდნარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების 1 455 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1 196 და გარდაცვლილია 19 ადამიანი.