29 აგვისტოს ჩემი ყველაზე ტკბილი ტკივილის დაბადების დღეა-ნოდარ ხადურის შვილის ემოციური სტატუსი

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური 29 აგვისტოს 50 წლის გახდებოდა.

მისი შვილი, მარიამ ხადური სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილი მამას დაბადების დღეს ულოცავს.


დაიჯესტი სტატუსს უცველელად გთავაზობთ:


„5 საათიანი მგზავრობა სრულად საკმარისია ძველი ფოტოების და დოკუმენტების დასათვალიერებლად.


წერა მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ თავისუფალი დროის შემთხვევაში პატარა ჩანახატები ვაკეთო. ძირითადად ნოდოსთან გატარებულ იმ უნიკალურ 14 წელზე ვწერ; მეხსიერებას ხშირად ვაწუხებ და მოგონებების სიტყვებად ქცევას ვაიძულებ. ინფორმაციის და მოგონებების დავიწყების შიში მაქვს. მეშინია ერთ დღეს გაღვიძების და იმის გაანალიზების, რომ ბევრი რამ აღარ მახსოვს. შესაბამისად ამ შიშის დამარცხების საუკეთესო გამოსავალი სწორედ ჩემი ზემოთ ხსენებული ქმედება მგონია.


მოკლედ, ვათვალიერებდი ძველ ჩანაწერებს და თითქმის დავიწყებული დოკუმენტი ვიპოვე:


„მამა სულ კითხულობდა. თავისუფალ დროს ან კითხულობდა, ანდაც შემეცნებით გადაცემებს უყურებდა და ასე „ირთობდა“ თავს. უხაროდა მონაწილეებს, რომ ასწრდებდა დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და ანთებული თვალებით იღიმოდა ხოლმე. (*ნეტავ წამით მაინც დამანახა მისი ოდნავ ნამიანი, ანთებული და ფარული სევდით გაჟღენთილი თვალები*)


კუთვნილ შვებულებას წელიწადში ერთხელ იყენებდა, ისიც მაქსიმუმ ერთი კვირით. ამ დროის განმავლობაში, არ მახსოვს ოდესმე სამუშაო რეჟიმი მიეტოვებინა; არასდროს ისვენებდა. ერთ-ერთი ასეთი „შვებულების“ დროს, საწოლზე იწვა და ჟიულ ვერნის „ყინულის სფინქსს“ კითხულობდა. მე მისაღებ ოთახში ვიჯექი, როდესაც საძინებლიდან ნოდოს ჩვეული კისკისი მომესმა. გამიკვირდა, ასეთ სერიოზულ ნაწარმოებში რაზე გაეცინა-თქო და გადავწყვიტე მეკითხა. შევედი თუ არა შემომხედა და ღიმილით მითხრა: „თითქმის დავასრულე, მე კი ახლა გავიზარე, რომ ეს წიგნი წაკითხული მაქვსო.“ ერთად დიდხანს ვიცინეთ.“


როგორ მწყინს ნოდოს მონატრებული კისკისის სიტყვებად ქცევას, რომ ვერ ვახერხებ.


თითქმის ცარიელი მატარებლის ვაგონი საკმაოდ ნოსტალგიურია. ბევრს ფიქრობ, სრულად უცხო ადამიანების სახეზე მათი განწყობის ამოკითხვას ცდილობ (უმეტესობას სევდიანი მზერა აქვს, ადამიანურად სევდიანი) , ფანჯარაში იყურები და აკვირდები გარშემო მიმდინარე მოვლენებს;


„ა პუნქტიდან“- „ბ პუნქტამდე“. ოთხკუთხედ ფანჯარაში ნახატები ისახება, ფოტოაპარატის ფირივით. მატარებელი მიქრის, ისწრაფვის დანიშნულების პუნქტისკენ. მიუხედავად ამისა, გარეთ არაფერი იცვლება. შემდეგი მატარებელიც ამ გზას გაივლის, იმ „ნახატებს“ დაინახავს ჩემს ადგილას მჯდომი მგზავრი, რასაც მე ვუყურებ; ისევ „ა პუნქტიდან“ - „ბ პუნქტამდე“ და კვლავ გააგრძელებს ასე სიარულს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. ბოლოს დაიღლება, დაძველდება და უკანასკნელი რეისის შესრულების შემდეგ ამაყად მიიძინებს.


ადამიანებიც მატარებლები ვართ. ვისწრაფვით დანიშნულების პუნქტისკენ და ვაკვირდებით ფანჯრებიდან „ნახატებს“... საბოლოოდ წუთისოფელში მოგზაურობა სრულდება, მიუხედავად იმისა გვინდა ეს, თუ არა (ხშირად დანიშნულების პუნქტის მიუღწევლად) და ვიძინებთ.


„აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს. მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!” (გალაკტიონ!)


29 აგვისტოს ჩემი ყველაზე ტკბილი ტკივილის დაბადების დღეა.
ჩემი ნოდო დღეს 50 წლის გახდებოდა“- წერს ნოდარ ხადურის შვილი, მარიამ ხადური.


ინფორმაციისთვის, ნოდარ ხადური 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


ის გასული წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.