დღენაკლულ ჩვილს დაბადებისას სიცოცხლის ოთხი სიმპტომი უნდა აღენიშნებოდეს: გულისცემა, დამოუკიდებელი სუნთქვა, ჭიპლარის პულსირება ან კიდურების ნებაყოფლობითი მოძრაობა. თუ ახალშობილს ამ ნიშნებიდან არც ერთი არ აღენიშნება, ის შეიძლება გარდაცვლილად ჩაითვალოს.
საზოგადოების ინტერესი თემაზე შეიძლება თუ არა დღენაკლული ჩვილი ჯანმრთელი გაიზარდოს მაღალია.
როგორც აღმოჩნდა ეს შესაძლებელია, თუმცა ეს არის დამოკიდებული იმაზე, ახალშობილი ფეხმძიმობის რა პერიოდში დაიბადა, რამდენს იწონიდა, რა თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა და რა რესურსები გააჩნდა იმ სამედიცინო ორგანიზაციას, სადაც დღენაკლული ჩვილი იმყოფებოდა.
ძირითადი ნეგატიური შედეგები, რომლებიც დღენაკლულ ჩვილებში გვხვდება, არის ცერებრალური დამბლა, კოგნიტური დარღვევები, მხედველობისა და სმენის დაქვეითება. რაც უფრო ნაკლებია წონა და მშობიარობის ვადა, მით მეტია ასეთი სავარაუდო შედეგების ალბათობა. ამიტომაც როდესაც ნაადრევი მშობიარობის საფრთხე წარმოიქმნება, ექიმები სხვადასხვა მეთოდით ამ ვადის გახანგრძლივებას ცდილობენ, თუნდაც ეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღეს ეხებოდეს. ეს თავისთავად აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობის პროგნოზს, ასევე შესაძლებელს ხდის იმ მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც ჩვილს ეხმარება, საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებას სწრაფად მოერგოს. თუმცა უკიდურესად დღენაკლულ ახალშობილებსაც კი (ფეხმძიმობის 28-ე კვირამდე პერიოდში დაბადებულები) აქვთ შანსი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი დარღვევა არ ჰქონდეთ.