როგორც თეოლოგი წერს, წესის აგებაზე უარის თქმით ეკლესია ბავშვის ოჯახს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბიჭმა ღმერთი დაგმო.
მის სკანდალურ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რომელსაც დაიჯესტი გთავაზობთ:
„ღმერთი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, არ არსებობს. 11 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესია ამბობს წესს არ ავუგებო. ეს ბავშვი თუ ავად იყო ექიმის ცნობა მომიტანეთო.
„ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია?” აცხადებს ეკლესია. წესის აგებაზე უარის თქმით ეკლესია ბავშვის ოჯახს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბიჭმა ღმერთი დაგმო და ახლა ღმერთმა ის ჯოჯოხეთში გაუშვა სატანასთან, რომელიც ბავშვის წამებას მარადიულად გააგრძელებს.
ასეთი მამაძაღლი ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს, ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც მაგრად. სახარებისეულ ღმერთს საქართველოს წმინდა, მართლმადიდებელ, ავტოკეფალურ და კიდევ რაღაც ჯანდაბა და დოზანა ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ აქვს,“- წერს კობახიძე.
ინფორმაციისთვის, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია მსჯელობს, სოფლის რწმუნებულმა ეპარქიას წესის აგებაზე დღეს მიმართა.
11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
თერჯოლაში შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.