ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.
„დღეს აჭარაში „ლელო საქართველოსთვის“ იძლევა პირობას, რომ არასდროს მოღალატეობრივი პოლიტიკა ჩვენთან ვერ გასტანს და თავის დასაყრდენს ვერ იპოვის. აჭარა არის ერთიანი ნაწილი საქართველოსი,“- ამბობს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, "პატრიოტა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო.