„ასევე ბუნებაც ისევ აბობოქრდება. იქნება ისევ წყალდიდობები, მიწისძვრები, გაიღვიძებს ძალიან საშიში ვულკანები... მოკლედ, მომავალში დედამიწის რელიეფი ძალიან შეიცვლება. გაჩნდება ახალი კუნძულები, ახალი მიწები, ახალი სახეობის ცხოველები და ფრინველები — ძალიან ლამაზები. ეს არ არის ზღაპარი. ეს ასპროცენტიანი რეალობაა. ასეთი ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა წარსულში დედამიწაზე და ასე იქნება მომავალშიც.
მსოფლიო პოლიტიკაც აბობოქრებულ ბუნებას ჰგავს. ბევრ სახელმწიფოში დიდი ცვლილებები მოხდება ახლო მომავალში. ამერიკის მთავრობის ცვლა რომ აუცილებელია, ამას ყველა მოაზროვნე ადამიანი ხვდება. „დღევანდელმა პრეზიდენტმა სერიოზულად დაასუსტა შეერთებული შტატების პოლიტიკა და უკან დაწია ის“, — ასე იტყვის მთელი ამერიკა. იმასაც აღნიშნავენ, რომ დიდი შეცდომა იყო მისი პრეზიდენტად მოყვანა.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს, რომ ამერიკის მთავრობაში რესპუბლიკელები მოდიან. ისინი ძალიან ხისტ პოლიტიკას გაატარებენ, არავის და არაფერს ანგარიშს არ გაუწევენ. ნომერ პირველი საკითხი კი იქნება მუსლიმები — მათი მასიური გასახლება კონტინენტიდან. ეს სრული სიმართლეა და არა თამაში, იმიტომ, რომ მუსლიმთა თავხედობას საზღვარი არ ექნება...“- წერს ლელა კაკულია.