ჩვენი შვილი გარდაიცვალა - რა მოხდა „გაგუას კლინიკაში“?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა გელასვილი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და „გაგუას კლინიკაში“ მომხდარ ინციდენტზე წერს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ექიმების დაუდევრობის გამო, ანას ბავშვი გარდაეცვალა. 

მისი თქმით, გაყალბებულია დოკუმენტაცია და გამქარლია კადრები, რის მიხედვითაც არ ფიქსირდება ოჯახის კლინიკაში მისვლის დრო.


„2020 წლის 13 აგვისტოს თბილისში, გაგუას კლინიკაში გარდაიცვალა ჩვენი შვილი, სიმონი.


დილით ადრე 28 ივნისს მე გამეღვიძა მუცლის ძლიერი მჭრელი ტკივილისგან, მქონდა გულისრევა, ზურგზე ცივი ოფლი მასხამდა. გზაში სამშობიაროსკენ ჩემმა ქმარმა გიორგიმ დარეკა კლინიკაში და გააფრთხილა რომ მე ცუდად ვიყავი და მათთან მივდიოდით. კლინიკამდე გზას ორიოდე წუთი დაჭირდა და ჩვენ დილის 7:35-ზე უკვე კლინიკაში ვიყავით.


ექიმმა დამადო მუცელზე დოპლერი, მაგრამ ჩვეული გულისცემის ხმა ვერ გაიგო. შემდგომ დაიწყო უცნაურობა: იმის ნაცვლად რომ ბავშვი გადაერჩინათ, დამსვეს სიცხის გასაზომად, შემდგომ გამიშვეს ანალიზების ჩასაბარებლად, რომ დავბრუნდი მთხოვეს ჩანთიდან ამომეღო ყველა საბუთი: პასპორტი, სკრინინგის შედეგები, სურათები, კვლევები - და აუჩქარებლად დაიწყეს ამ საბუთების გროვის ასლების გადაღება.


დრო მიდიოდა, ტკივილი იზრდებოდა...


ექიმმა დაურეკა ტელეფონით ექოსკოპისტს, რომ ჩამოსულიყო მიმღებში. ხუთი ათი წუთი გავიდა, ჩამოვიდა ექოსკოპისტი, დიდხანს ატარებდა მუცელზე ექოსკოპიის ხელსაწყოს და პარალელურად ჩემთვის გაუგებრად ქართულ ენაზე განიხილავდა რაღაცას ექიმთან ერთად. მე არ მესმოდა რაზე იყო საუბარი და ამიტომ ვკითხე ყველაფერი რიგზეა თუ არა მაგრამ არაფერი უპასუხიათ.


წამოვდექი მაგიდიდან და ჩამოვჯექი მიმღებ განყოფილებაში მოლოდინის რეჟიმში. გამოვიდა ექიმი და გააგზავნა გიორგი სადღეღამისო აფთიაქში ელასტიურ ბინტებზე.
მის ხმაში არ იყო შეინიშნებოდა მღელვარება ან სიჩქარე, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე მშვიდად ვიყავით რადგანაც გვეგონა რომ ყველაფერი რიგზეა უბრალოდ უნდა მოვითმინოთ.


გიორგი წავიდა აფთიაქში, მე დავრჩი და ველოდებოდი. დრო ძალიან იწელებოდა, მეუღლე დაბრუნდა ბინტით, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი საშინაოთი, გადამიხვიეს ფეხები და წამიყვანეს საოპერაციოში. უბრალოდ წარმოიდგინეთ: არც მე არც მეუღლე არ გააფრთხილეს იმის შესახებ რომ სასწრაფოდ საკეისროა საჭირო!


ძალიან შემზარავია როდესაც ამას იგებ უკვე საოპერაციო მაგიდაზე. გიორგიმ გაიგო ამის შესახებ უკვე მას შემდეგ რაც ოპერაცია დასრულდა და მე მას მივწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება.


საბუთების თანახმად ბავშვი ამოიყვანეს 8:18-ზე, რატომ საბუთების თანახმად? იმიტომ რომ ჩვენი სამშობიაროში მისვლის დრო შეცვლილია და დაფიქსირებულია არა 7:35 არამედ 8:10. რა საჭიროა საბუთების ფალსიფიკაცია თუ დასამალი არაფერი გაქვთ?


ექიმებმა დაწერეს რომ მე მქონდა პლაცენტის ცენტრალური აცლა - მძიმე მდგომარეობა, რომლის შემთხვევაშიც თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, ჟანგბადის უკმარისობის გამო კვდება ნაყობი და ხანდახან სისხლის დაკარგვის გამო დედაც.


გაურკვეველი მიზეზების გამო არ არის შენახული / გაქრა ყველა სურათი რომელიც იყო გადაღებული ექოსკოპიით მიმღებში მისვლის დროს. ასევე გაქრა და არ არსებობს ვიდეო ჩანაწერები თუ როდის მივედით კლინიკაში.


მაგრამ თუ კი მართლა ასეთი ვითარება იყო, პლაცენტის ცენტრალური აცლა მქონდა რაც თქვენთვითონ ნახეთ ექოსკოპიით, როგორ დაკარგეთ დრო და გააგზავნეთ ჩემი ქმარი ბინტებზე? ნუთუ ამხელა კლინიკაში ბინტი არ უნდა იყოს?


დაბადებისას აპგარის შკალის მიხედვით სიმონს ქონდა შეფასება


1. შემდგომ კომა, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ტვინში სისხლის ჩაქცევა, სისხლის გადასხმა, ზონდიდან კვება, პნევმონია, სეფსისი, შვილი იბრძოდა სიცოცხლისთვის 47 დღე.


„ასფიქსიის მძიმე შედეგები“ - ხელებს შლიდნენ ექიმები. აი ამ მომენტში გახდა ნათელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის დაკარგული 40 წუთი რომელიც უგზოუკვლოდ გაქრა კლინიკაში ჩემი მკურნალობის ისტორიიდან.


ჩვენ ვართ „არასასურველი შემთხვევა“, ბავშვი რომ დაბადებულიყო მკვდარი მაშინ შეიძლებოდა თქმა:


„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო“ ასეთ შემთხვევაში მგონია რომ გულგრილობა / გაუფრთხილებლობას და გარდაცვალებას შორის კავშირს ვერ დავამტკიცებდი. მაგრამ ბავშვი დაიბადა ცოცხალი, ანუ დაკარგული დრო იყო ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი! შეიძლებოდა ბავშვის სიცოცხლე გადარჩენილიყო!


ჩვენი შვილი გარდაიცვალა, მას უკვე ვეღარ დააბრუნებ, მაგრამ ის ექიმები ხომ ისევ აგრძელებენ მუშაობას? კლინიკა ჩვენ არ დაგვიკავშირდა რომ გარკვეულიყო შემთხვევა, არ ჩაუტარებია შიდა გამოძიება თუ რა როგორ და რატომ მოხდა, არ მოუხსნიათ სამსახურიდან ის ხალხი ვინც ასეთი რამ დაუშვა.


ჩატარდა ექსპერტიზა, პოლიციამ აღძრა საქმე 116-ე მუხლის 1 ნაწილი - „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“, იქნება სასამართლო.


ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, მივდივართ უზარმაზარი კლინიკის წინააღმდეგ, სადაც ყველა დაიცავს ერთმანეთს.


გთხოვთ დაგვეხმაროთ, გაავრცელოთ ეს პოსტი.


გავრცელება - არის ჩვენი ერთადერთი შანსი სასამართლოს სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.


მაშინ იმედი მაქვს რომ არც ფული და არც ნაცნობობა არ უშველის დამნაშავეებს პასუხისმგებლობას თავი აარიდონ.“- წერს გელაშვილი.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.