დაიწყე ზამთრისთვის მზადება ზაფხულის ბოლო კვირიდან

ზაფხულის ბოლო დღეები ზუსტად ის დროა, როცა ზამთრისთვის იწყება მზადება. მიუხედავად იმისა, რომ ცივი და სუსხიანი საღამოები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გველის, საჭიროა, დროულად გადავწყვიტოთ და ავირჩიოთ გამათბობელი, რომელიც ჩვენს ბინას ყველაზე მეტად ერგება.

როგორც წესი, კონსულტანტები, პირველ რიგში, გვეკითხებიან, თუ რამხელა ბინის გათბობას ვაპირებთ, რამდენი ხანია რეალურად ჩვენი სახლში ყოფნის დრო, საიდან და რამდენი ხნით ანათებს მზე პირდაპირ ჩვენი სახლის ფანჯრებს, რამდენად კარგადაა დაგმანული კარ-ფანჯარა და, საერთო ჯამში, რამდენად ენერგოეფექტურია ბინა, რომლის გათბობასაც ვაპირებთ.


გარდა ამისა, გათბობის დამონტაჟების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არც მეტისმეტი სიცხე ვარგა: სახლში, ოთახის ტემპერატურა 28 გრადუსს არ უნდა ცდებოდეს. ამ ტემპერატურაზე კანზე ცვლილებები ჩნდება, ირღვევა ძილი, სიცხე აშრობს ჰაერსაც - ეს ყველაფერი კი ჩვენს ორგანიზმზე აისახება.


რა ტიპის გამათბობლები არსებობს?


დღესდღეობით ტექნიკის მაღაზიები უამრავ გამათბობელს გვთავაზობენ. არსებობს როგორც დენის, ასევე - ბუნებრივ გაზზე მომუშავე გათბობის სისტემები, თუმცა, მომხმარებელთა უმეტესობა უკვე ცენტრალური გათბობის ქვაბებს ამჯობინებს და ამას თავისი მიზეზი აქვს: ცენტრალური გათბობის სისტემები უსაფრთხოა და აქედან გაზით მოწამვლის შანსი 0-ს უტოლდება და გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გამათბობლებთან შედარებით ძვირი ღირს, კომუნალური გადასახადები გაცილებით ნაკლები მოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ გამათბობელი არამხოლოდ ეკონომიური, არამედ - ეკოლოგიურიცაა და ზოგავს ბუნებრივ რესურსებს.


„გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტების მთავარი რჩევაა, რომ გაზის გამათბობლის შერჩევის დროს უპირატესობა უსაფრთხოებას მივანიჭოთ.


გათბობის ქვაბებს რამდენიმე კრიტერიუმით არჩევენ და თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ესენია:



  • სიმძლავრე

  • კონტურების რაოდენობა

  • წვის პროდუქტების გამოყოფის სახეები (ღია და დახურული წვის კამერა)

  • ბუნებრივი და იძულებითი ცირკულაცია

  • ანთების ტიპი

  • განთავსების ტიპი


სიმძლავრე შეირჩევა კონსულტანტთან ერთად, მას მერე, რაც დადგინდება გასათბობი ფართობის სიდიდე და სახლის სპეციფიკაციები (ენერგოეფექტური მასალები, ფანჯრები და ა.შ.)


რაც შეეხება კონტურებს, არსებობს ერთ და ორკონტურიანი ქვაბები. როგორც წესი, ცენტრალური გათბობის დამონტაჟების დროს ორკონტურიან ქვაბებს ირჩევენ, რათა ერთი დანადგარიდან გათბეს წყალიც და რადიატორებიც.


ცირკულაციის ტიპები


რაც შეეხება ცირკულაციას, არსებობს იძულებითი და ბუნებრივი ცირკულაციის ტიპები. იძულებითი ცირკულირების ტიპს ირჩევენ მაშინ, როცა საჭიროა თითოეულ ოთახში განსხვავებული ტემპერატურის დაყენება და როდესაც ელექტროენერგია მუდმივად მიეწოდება სისტემას.


ბუნებრივი ცირკულაციის ტიპს ირჩევენ იმ შემთხვევაში, თუკი შენობა, რომელიც უნდა გაათბოს სისტემამ, მუდმივად თბება მზით; თუ ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ითიშება ელექტროენერგია. მისი მთავარი ნაკლი ისაა, რომ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.


ღია და დახურული წვის კამერები


ღია წვის კამერიანი ქვაბი იყენებს შენობაში არსებული ჰაერის ნაკადს. ამ დროს გაწოვის პროცესი ელექტროენერგიაზე არაა დამოკიდებული. თუკი ასეთ ქვაბს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვენტილაციას.


რაც შეეხება დახურული წვის კამერიან ქვაბს, იგი მოწყობილია ისე, რომ წვისთვის საჭირო ჰაერი სპეციალური ვენტილატორის მეშვეობით მოძრაობს. ასეთი წვის ტიპიანი ქვაბის დამონტაჟება გარეთაც შესაძლებელია.


კედლის და დასადგამი ქვაბები


თუკი ცენტრალურ გათბობას ქალაქში, კორპუსის ბინაში ამონტაჟებთ, მაშინ რეკომენდებულია კედლის ქვაბი. იგი კომპაქტურობითა და მცირე მასით გამოირჩევა. დასადგამ ქვაბს კი უფრო დიდ საცხოვრებელ ფართში დგამენ - კოტეჯებში, საოფისე და სამრეწველო დანიშნულების შენობებში. ასეთი ქვაბებისთვის საჭიროა, წინასწარ იყოს დაპროექტებული საკვამური მილი.


ნებისმიერ შემთხვევაში, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები კვალიფიციურ რჩევებს მოგცემენ გამათბობლის დაყენებასთან დაკავშირებით როგორც ონლაინ, ასევე - ადგილზე. ფილიალებში დაგხვდებათ საერთაშორისო ისეთი წამყვანი ბრენდების ცენტრალური გათბობის ქვაბები, როგორიცაა Warmhaus, Beretta, Ariston და ა.შ.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.