სექტემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

როგორი იქნება შემოდგომის პირველი თვე, ვის ელოდება წარმატება ფინანსური, კარიერული, თუ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით.

ვერძი


აღარ გექნებათ ისეთი დამოკიდებულებები, როგორიც ადრე. განსაკუთრებით კი სამსახურთან მიმართებით. საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, რას ახმართ ენერგიას და რისი გაკეთება გსურთ სინამდვილეში. კავშირები, კომუნიკაცია დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვოთ. აუცილებლად იპოვით გზას, რომელიც პოზიტივით აგავსებთ. გაცემული სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.


კურო


ამ თვეში შესაძლოა, თქვენს მეგობრულ ურთიერთობებს ვარსკვლავებმა გამოცდა მოუწყონ. დაინახავთ ვინ არის ნამდვილი და ვინ ყალბი მეგობარი. ყველა საქმეში წარმატება გელოდებათ, რომელსაც შემოქმედებითად მიუდგებით. არ მოგერიდოთ და ითხოვეთ დახმარება, თუკი ეს გჭირდებათ. იყავით უფრო ყურადღებით და ეცადეთ, ყველაფერი სრულყოფილად გააკეთოთ.


ტყუპები


მოსალოდნელია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული საქმეების გამო გულშემატკივართა არმია გამოგიჩნდეთ და პოპულარულები გახდეთ. საზოგადოება თქვენზე ბევრს ისაუბრებს, თუმცა მხოლოდ დადებით კონტექსტში. მიჰყევით ოცნებებს, რადგანაც მათ ასახდენად საუკეთესო შესაძლებლობა მოგეცემათ. მოუსმინეთ გულს და გახსოვდეთ, რომ ხანდახან ირაციონალურ გადაწყვეტილებებს წარმატება მოაქვთ.


კირჩხიბი


ახლა ყველაზე მეტად ემოციური მდგრადობის შენარჩუნება და ფსიქიკაზე ზრუნვა გჭირდებათ. ცოტა უფრო მეტი დრო დაუთმეთ რომანტიკულ ურთიერთობებს და იპოვეთ ახალი გზები იმისთვის, რომ ცხოვრება დაამშვიდოთ და დაალაგოთ. მით უფრო, რომ ვარსკვლავები ამის შესაძლებლობას მოგცემენ, მთავარია, ეს შესაძლებლობები დაინახოთ. კარგი იქნება, თუ რაიმე ახლის შესწავლას დაიწყებთ – ისეთი რამის, რისი სწავლაც დიდი ხანია გსურთ.


ლომი


დიადი მიზნები და ოცნებები გაქვთ, რომლებიც სექტემბერში აგისრულდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ წარმატების მიღწევა გინდათ, ამ თვეში აუცილებლად დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. კონცენტრირდით არა ახალ საქმეებზე, არამედ უკვე დაწყებულზე. ამ თვეში გექნებათ განსაკუთრებული ძალა, რომ მიიზიდოთ ყველა და ყველაფერი, რაც (ვინც) გსურთ.


ქალწული


თქვენს ცხოვრებაში წინა პლანზე სასიყვარულო ურთიერთობები გადმოინაცვლებს და ასტროლოგები ამბობენ, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ რომანტიკულ პარტნიორს. ასევე, კარგი პერიოდი იწყება მარტოხელა ქალწულებისთვისაც, რადგანაც დიდი შანსია, რომ ცხოვრების სიყვარული სწორედ ახლა იპოვოთ. თავს სამყაროს ცენტრად იგრძნობთ, სექტემბერი „მეფობას“ დაგიბრუნებთ. კონცენტრირდით საკუთარ სურვილებზე.


სასწორი


ყურადღება გაამახვილეთ პირად კეთილდღეობაზე, ცოტა ხნით დაივიწყეთ სხვებზე ზრუნვა. ასევე, მიხედეთ ჯანმრთელობას, ივარჯიშეთ, ხშირად იარეთ სუფთა ჰაერზე. თუ სამსახური, ან სასიყვარულო ურთიერთობა სტრესს გგვრით, დროა, სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და მომწამვლელი ურთიერთობები დაასრულოთ. ამ თვეში სიამოვნებას მოგგვრით განმარტოება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მარტო ყოფნა ახალი ენერგიით აგავსებთ და წარმატების მიღწევის გზას გაპოვნინებთ. 


მორიელი


მოსალოდნელია, რომ გარშემო მყოფები დაინახავენ თქვენს ნიჭს, შესაძლებლობებს და გაღიარებენ. სექტემბერი თქვენს ცხოვრებაში გამარჯვების თვეა. უმეტესობა სრულყოფილებას მიაღწევთ. წარმატება გელოდებათ როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე სამსახურში. ცხოვრებით ტკბობის ეტაპი იწყება.


მშვილდოსანი


არის რაღაც, რაც ხელს გიშლით ბედნიერ ცხოვრებაში და დროა, რომ ამ თვეში ეს „რაღაც“ დაასრულოთ და ახალ, წარმატების მომტან გზას დაადგეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ცხოვრების მთავარ მიზანს მიაღწიოთ. კარგი პერიოდია ქონების შესაძენად. ასევე, კარგი იქნება, თუ ხანდახან „კულისებს მიღმა“ იცხოვრებთ და საკუთარ თავთან მარტო დარჩებით. ეს სტრესისგან გაგათავისუფლებთ.


თხის რქა


შესაძლოა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ და ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, რომელზეც ამ წუთას ოცნებაც კი გაშინებთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატების შემთხვევაში ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები არ უნდა შეიცვალოთ, ქედმაღლობა უნდა დაივიწყოთ. თუ ასე არ მოიქცევით, ყველაფერი ცუდად შემოგიბრუნდებათ. დაიცავით პირადი სივრცე. სექტემბერში ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგანაც მოსალოდნელია, რომ თქვენი პირადი ცხოვრება სხვების განხილვის საგანი გახდება.


მერწყული


მთავარი წარმატება ფინანსური თვალსაზრისით გელოდებათ და ამ კუთხით ისეთი რამ მოხდება, რომ ცხოვრების ყველა პრობლემას გადაწონის. მოულოდნელად გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო, მიიღებთ ფინანსური წარმატების მომტან წინადადებას, რომელსაც აუცილებლად უნდა დათანხმდეთ. ასევე წარმატებას მოგიტანთ ახლობელ ადამიანთან ერთად დაწყებული ბიზნესი. არ შეგეშინდეთ სარისკო გადაწყვეტილების მიღების.


თევზები


არ დაიწყოთ ყურება წარსულისკენ და არ მისცეთ წარსულიდან ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში დაბრუნების უფლება. მოსალოდნელია, რომ ისინი სექტემბერში კვლავ გამოჩნდებიან და ისევ მოინდომებენ თქვენთან კავშირს, თუმცა თუ უარით არ გაისტუმრებთ, გულის ტკენა გელოდებათ. კონცენტრირდით საქმეზე და მხოლოდ საქმეზე. პირადი ურთიერთობები ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.

წყარო: regarder.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.