მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილია 1 მუშა, დაშავებულებს შორის არიან მუშა, „დეჟავუს“ თანამშრომელი და გამვლელი.
რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ აფეთქება შეიძლება გამოეწვია კონდიციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონს.
ვაჟა სირაძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის, მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.