მოკლეთ თუ ისე უცებ გპასუხობს, რომ ჯერ კიდევ არ დაგისრულებია პასუხი, მაშინ ის შენით იმაზე მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე გგონია. ამასთან ვლინდება, რომ ის ღიაა შენს მიერ მიწერილი ნებისმიერი სიტყვის მიმართ, ანუ სწრაფად დაბრუნებული პასუხი ძალიან კარგია.
თუ მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ პასუხობს შენს შეტყობინებას, მისთვის ნამდვილად პრიორიტეტი ხარ. ის არასოდეს ამბობს უარს მოწყდეს სხვა საქმეს თუ ადამიანებს, რათა შენს მესიჯს უპასუხოს;
ადამიანები, როგორც წესი, ნებისმიერ შეტყობინებას 10 წუთიდან 1 საათამდე დროში ვპასუხობთ. თუ საპასუხოდ 1 საათზე მეტი სჭირდება, ეს არ ნიშნავს, რომ დაინტერესებული არაა. შესაძლებელია, უბრალოდ დაკავებული ცხოვრების სტილი ჰქონდეს.
ჩვენ, ქალებს დამთხვევების სულაც არ გვჯერა და ვიცით, რომ თუ საპასუხოდ ზუსტად ერთი და იგივე დრო სჭირდება, მაგალითად 45 წუთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან უნდა თავისი ინტერესი დამალოს.
თუ რამდენიმე საათის შემდეგ გწერს, თანაც არასოდეს ავიწყდება ახსნას მიზეზი, რას აკეთებდა წინა საათები, მაშინ მშვიდად იყავი - უბრალოდ მართლა არ ეცალა;
მეორე დღეს პასუხი კი სულაც არ არის განგაშის სიგნალი - ზოგჯერ ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ, ან ძალიან დაღლილები და გვჭირდება დრო, რომელსაც ტელეფონის გარეშე გავატარებთ;
თუ რამდენიმე დღის შემდეგ გწერს, მაშინ შენთვის ცუდი ამბავი გვაქვს... თანამედროვე სამყაროში არავინ თიშავს ტელეფონს 4 დღის განმავლობაში. მას უბრალოდ არ უნდოდა ეპასუხა.