საქმე იმაშია, რომ ადამიანების უმრავლესობა, ტრაგედიის ყოველ ჯერზე მოკლულს ადანაშაულებს. ჯიშკარიანი წერს, რომ ქვეყანაში ქალის სიცოცხლე, ყოველი ადამიანი მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებუილი.
ამიტომ საზოგადოებას ცვლილებების კენ მოუწოდებს:
„ყოველ სამ მოკლულ ცოლზე საქართველოში მოდის:‼️
10 კარის მეზობელი - „კი გვესმოდა შვილო ჩხუბი და წივილ-კივილი ეს ბოლო წლებია, მაგრამ რა ვიცოდით...“‼️
15 უბნის ბირჟავიკი - „არა ეხლა ეგ ოჯახის საქმეა და ჩვენ ვერ ჩავერეოდით...“‼️
20 პატრულის თანამშრომელი - „აღარ ვიზამო გვპირდებოდა, ხელწერილიც დაგვიწერა და ანუ მოკლა მაინც?“‼️
30 ბიჭის ნათესავი - „მშვენიერი ბიჭი იყო და რავიცი, ბავშვობიდან უწესიერესი... ცოტა ძნელი ხასიათი ჰქონდა, ეტყობა რაღაცა ვერ მოითმინა, ხო იცით კაცის ამბავი...“‼️
30 გოგოს ნათესავი - „კი მოდიოდა ხოლმე დალურჯებული მარა ვეუბნებოდით მა როგორ გინდაო, პრობლემები ყველა ოჯახშია...‼️
10 ბიჭის ძმაკაცი - „აუ მაგან ეტყობა გაჭედა რაღაცაზე თორე აი მაგრა უყვარდა რაა, იმენა ბავშვობიდან გიჟდებოდა, შვილების დედაა ტო რას ლაპარაკობ...“‼️
10 გოგოს დაქალი - „ვაიმეეე, რას ამბოობთ, ძაან უყვარდათ ერთმანეთი აი ძაან, ნუ ის პროსტა ცოტა ეჭვიანი იყო და რაღაცებს უკრძალავდა ხოლმე... აი მოკვლას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი...“‼️
1000 მღვდელი - „მკვლელობა კი ცოდვაა, მაგრამ მაგაზე დიდი ცოდვა იცით რა არის?! ცოლი რომ ქმარს არ უჯერებს შვილო...“‼️
150 პარლამენტარი - „ფემიციდი რა შუაშია?“‼️
„200 მედიასაშუალება - "ექსკლუზივი: ნახეთ როგორ ფოტოებს დებდა მოკლული ცოლი ფეისბუქზე და რაზე მოუვიდათ ბოლო კონფლიქტი ცოლ-ქმარს“‼️
2500 ფეისბუქ ფრენდი - „უმიზეზოდ რატო მოკლავდა კი მაგრამ? რაღაცა მოხდა ეტყობა...“‼️
5000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდი - „რას მიყვებოდა ცოლად რომ მიყვებოდა? ეფიქრა წინასწარ“‼️
10,000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდის ფრენდი - „რა ქალზე ძალადობა? ერთი და ორი შემთხვევით ნუ ვიმსჯელებთ რა ძალიან გთხოვთ, ამ ქვეყანაში რა რა და ქალის პატივისცემა ნაღდად არ გვეშლება!“‼️
50,000 ფეისბუქ ექაუნთი - „და კაცებს რო კლავენ მაშინ რატო არ ყვირიხართ?“‼️
200,000 ფეისბუქ ექაუნთი - „მოიქეცით წესიერად და არ მოგკლავენ“‼️
...
თუ ყველანი მოვინდომებთ - ყველა რიცხვი შემცირდება“.