7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


პოზიტიური დღეა, რომელიც სულიერ გარდასახვას, ურთიერთობების გადაფასებას და ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. მარტოხელა ვერძ ქალებს ვურჩევთ, პარტნიორის არჩევისას ყურადღება გამოიჩინონ - გამორიცხული არ არის, რომ ცხოვრების მეგზურს შეხვდეთ. ამ დღეს შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს პირად საქმეებზე.


კურო


მერკურის რეგრესიულმა მოძრაობამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ძვირად ღირებული ნივთის შეძენა ან ბინის რემონტი თქვენს საფულეს მნიშვნელოვნად დააცარიელებს. ოჯახური საქმეები ბევრ დროს და ძალას წაგართმევთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდსულოვნება გამოიჩინოთ და დაუთმოთ, ეცადეთ, საქმე სკანდალამდე არ მივიდეს.


ტყუპები


თქვენი დაბნეულობა და ყოყმანი დღის პირველი ნახევრის ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს. ცდუნებებს თუ აჰყვებით, უსიამოვნებებს თავიდან ვერ აიცილებთ. ერიდეთ არაკეთილმოსურნე ადამიანებს, რომლებიც თქვენს დაზარალებას ეცდებიან. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ეცადეთ საკუთარი ამბიციები კარგად შენიღბოთ თქვენ მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანებისგან.


კირჩხიბი


გირჩევთ, ეს დღე ოჯახურ საქმეებს და მომავალზე ფიქრს დაუთმოთ. ემბიციები დაიცხრეთ და სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, კარგად დაფიქრდით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ტაქტი და თავშეკავება სათანადოდ დაფასდება. ყურადღება მიაქციეთ ბავშვების აღზრდას და დაინტერესდით მათი ურთიერთობით თანატოლებთან. ნუ მოგერიდებათ, რომ ბავშვებს თქვენი სიყვარული დაანახოთ, ამით მხოლოდ მოიგებთ.


ლომი


ხელსაყრელი დღეა. ქალებს ვურჩევთ პარტნიორის არჩევის დროს ყურადღება გამოიჩინონ - გამორიცხული არ არის, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებთ. შესაძლოა, დღეს მოხდეს რაღაც, რაც თქვენს მსოფლმხედველობაზე, ცხოვრებისეულ პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს. შანსი მოგეცემათ, რომ საქმიანობის სფერო შეცვალოთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ.


ქალწული


დაძაბული დღეა, რომელიც საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. მერკურის ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას  მოგცემთ, კომერციული გეგმები წარმატებით განახორციელოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და იმოქმედოთ. ერიდეთ ზედმეტი ამბიციების გამოვლენას, რასაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. თქვენს პრაქტიკულობასა და დიპლომატიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.


სასწორი


დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და ყველა საქმე გადადეთ. შემთხვევითმა ტრამვამ ან ავადმყოფობამ შესაძლოა, გეგმის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა ან შემთხვევა.


მორიელი


ცვლილებების დღეა. მოსალოდნელია ამბავი, რომელსაც დიდი ხანია, ელით. შესაძლოა სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოგიწიოთ. ქალებმა შეიძლება პარტნიორი შეიცვალონ, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. გირჩევთ, ამ დღეს შეხვედრებისა და სტუმრების მიღებისგან თავი შეიკავოთ.


მშვილდოსანი


სულიერი განწმენდისა და მონანიების დღეა. ხელსაყრელია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი საქმიანობა. ხალხური მედიცინა დიდი ხნის პრობლემისგან გაგათავისუფლებთ.


თხის რქა


დაძაბული დღეა, რომელიც საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. გირჩევთ პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და თამამად იმოქმედოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ამბიციურობისგან, რომელმაც შეიძლება საქმეში ხელი შეგიშალოთ. გახსოვდეთ - საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს გამჭრიახობასა და დიპლომატიურობაზეა დამოკიდებული.


მერწყული


ცდუნებებისა და პროვოკაციების დღეა. ეცადეთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ და აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში ხდება. საერთო დაძაბული ფონი ნეგატიურ მოვლენებს გამოიწვევს.


თევზები


დღის პირველი ნახევარი კოსმიური ენერგიის ტრანფორმაციას უკავშირდება. იზრდება წარმატებისა და მიზნის მიღწევის შანსი, ისევე როგორც ორგანიზმის დაცვის უნარი. ეს დღე ხელსაყრელია ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებისთვის. ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ!


 


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.