„მე არავის არ მოვკლავ, იმიტომ რომ ხალხი არის, რომელიც ამას გააკეთებს, „თეთრი ისარი“. მოკლავენ თუ არა არვიცი, მაგრამ ამირხანაშვილზე ვთხოვე, რომ პატარა ბიჭია თავი დაანებეთმეთქი და მითხრეს ეგ შენი გადასაწყვეტი არ არისო.
ვურჩევ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფს ან სიმართლე თქვან, ან კიდევ ინვალიდის ეტლები იყიდონ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხანდახან უფეხებოდ რჩებიან,“- განაცხადა ხომასურიძემ.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა და მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათგან გამოძიება ხუთს დამამძიმებელგარემოებებში ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.