გამოცემის ცნობით, დაწყებულია სამძებრო სამუშაოები. ტურისტების ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ და ნათესავებს შორის სატელეფონო კავშირი გაწყდა.
ჯგუფის წევრები ბოლოს დასახლება ესტო-სადოკთან ნახეს და ისინი ტბისკენ მიდიოდნენ. სამძებრო სამუშაოებში 64 ადამიანი და 12 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, თუმცა დაკარგულების მოძებნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.