ვირუსის ინკუბაციური პერიოდი არის 14 დღე, მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობით გამოვლენა ხდება 6-8 დღეში და ზუსტად ამის გამო მცირდება საკარანტინო დღეების ხანგრძლივობა.
თუმცა, ამ დრომდე კარანტინის შემცირება 8 დღემდე დამტკიცებული არაა. ამ ეტაპზე კვლავ სავალდებულო 12 დღიანი კარანტინი მოქმედებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტები კარანტინში იმყოფებოდნენ 12-14 დღის განმავლობაში და მეცამეტე დღეს ვირუსზე კვლევა კეთდებოდა.