ზოგიერთი ბუნებრივად ჰგავს ამა თუ იმ ვარსკვლავს, ზოგიც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს იმისთვის, რომ თავის კუმირს დაემსგავსოს.
ქართველ „ინფლუენსერს“ თეონა ჩაჩუას საზოგადოება ხშირირად ამსგავსებს ცნობილ მოდელს ქენდალ ჯენერს, ასე რომ საქართველოში ორეული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს, ქენდალ ჯენერსაც ჰყავს.
თეონა ჩაჩუა „ინსტაგრამზე“ პოპულარული ვლოგერია. მას ამჟამად 96 ათასი გამომწერი ჰყავს. თავის მიმდევრებს მაკიაჟის გაკეთების მეთოდებს და თავის მოვლის წესებს უზიარებს.
შეუმჩნეველი არავისთვის რჩება ის, რომ ქართველი „ინფლუესერი“ საოცრად ჰგავს ქენდალ ჯენერს. ზოგიერთ ფოტოში კი მსგავსება იმდენად დიდია, რომ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ კიდეც.
თქვენ რას ფიქრობთ, ჰგვანან ერთმანეთს კენდალ ჯენერი და თეონა ჩაჩუა?