თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილი არეულობას ვერ გამოიწვევს.
„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს ყველაზე ძლიერი და უნარიანია, ეს კოვიდმაც აჩვენა ბევრ სხვა კონტექსტთან ერთად, აქედან გამომდინარე სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე დააკავებენ სტატუსიდან გამომდინარე და შემდეგ მოიხდის სასჯელს. ის ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში არეულობას ვერ გამოიწვევს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა „ღამის კურიერში“.